დაუბრუნდეს მასმედიას გამომცემლობა "სამშობლო" - ამ მოთხოვნით ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი დღეს აღნიშნული შენობის წინ შიმშილობას იწყებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით მამაცაშვილმა ღია წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს, პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძეს და სახალხო დამცველ სოზარ სუბარს.
მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მამაცაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
გამომცემლობა "სამშობლო" გასაყიდ ობიექტთა ნუსხაშია შეტანილი.
წყარო: მედიანიუსი