კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციის უფროსის მოადგილემ მოქალაქე გაძარცვა და ცემა

7 მარტი, 2008
სიღნაღის პოლიციის უფროსის მოადგილემ ოთარ დიღმელაშვილმა  მოქალაქე გელა კუტიბაშვილს, საფულიდან 250 ლარამდე თანხა ამოაცალა, რის შემდეგაც მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კუტიბაშვილი ამჟამად საავადმყოფოშია.

ცემის შედეგად კუტიბაშვილმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მოსტყდა 8 კბილი, ტუჩზე აღენიშნება ნახეთქი ჭრილობა და აქვს ქვედა ყბის ძვლის მოტეხილობა.

დაზარალების მიუხედავად, სამართალდამცავებმა გელა კუტიბაშვილი დაუმორჩილებლობის მიზეზით დააკავეს. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ, დაკავებულს 7 დღე - ღამით პატიმრობა შეუფარდა.

კუტიბაშვილი ამჟამად სიღნაღის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული და ათამდე პოლიციელი იცავს. 6 მარტს, საღამოს, მასთან მისულ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატს ლია ხუროშვილს, სამართალდამცავები ერთი საათის განმავლობაში არ უშვებდნენ. მოგვიანებით, ადვოკატმა კუტიბაშვილთან შესვლა შეძლო, თუმცა სიღნაღის რაიონული პროკურორის იოსებ გულაშვილის დავალებით, ადვოკატი, ძალის გამოყენებით, საავადმყოფოდან რამდენიმე წუთში გააძევეს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი


ახალი ამბები