კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ელენე თევდორაძე სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის განხილვას ითხოვს

7 მარტი, 2008
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის განხილვაზე პარლამენტის შესაბამის გადაწყვეტილებას ითხოვს.

როგორც დეპუტატმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, საპარლამენტო არჩვენებამდე საკანონმდებლო ორგანოში ფაქტობრივად, სამი პლენარული სხდომა უნდა ჩატარდეს.
სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა დროულად უნდა მოხდეს. მან მიმართა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს რათა გამოიძებნოს დრო ამ ანგარიშის განსახილველად.

როგორც ელენე თევდორაძის საპასუხოდ პარლამენტის სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა, უმჯობესია ელენე თევდორაძემ ეს საკითხი ორშაბათისათვის დაგეგმილ ბიუროს სხდომაზე კიდევ ერთხელ დასვას.
მისი თქმით, ამ დროისათვის თბილისში უკვე ჩამოსული იქნება პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და სათანადო გადაწყვეტილებასაც აღნიშნული დოკუმენტის განხილვაზე დეპუტატები სწორედ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მიიღებენ.

სახალხო დამცველი თავის ყოველწლიურ ანგარიშს საკანონმდებლო ორგანოში წელიწადში ორჯერ გაზაფხულსა და შემოდგომაზე წარადგენს.
ჯერჯერობით, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შემოდგომაზე წარდგენილ ანგარიშზეც არ უმსჯელიათ.

წყარო: მედიანიუსი


ახალი ამბები