საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი ლევან შ. და ლაშა ფ. გარდაიცვალა.
ექიმების პირველადი დასკვნით, პატიმრების გარდაცვალების მიზეზი ტუბერკულოზური ინტოქსიკაციის ფონზე განვითარებული ფილტვ-გულის მწვავე უკმარისობა გახდა.
ლევან შ. 2006 წლის ნოემბერში ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით დააკავეს. მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ხოლო რამაზ ფ. 2007 წლის იანვარში ქურდობისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. მას 28 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
წყარო: მედიანიუსი