კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნატოს სამიტზე საქართველომ "მაპი" ვერ მიიღო

3 აპრილი, 2008

ბუქარესტში გამართული ნატოს სამიტის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის და უკრაინისთვის ნატოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი 2008 წლის დეკემბერში დაგეგმილ სამიტზე გადაწყდება, მანამდე კი, ორივე სახელმწიფოსთან მიმართებაში ნატო ინტენსიური ჩართულობის პროგრამას განახორციელებს.

სამიტის განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა გააცნო, აღნიშნულია, რომ ორივე ქვეყანა აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.
"ჩვენ დღეს ვთანხმდებით, რომ ეს ქვეყნები აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები. ორივე ერმა შეიტანა ღირსეული წვლილი მოკავშირეთა ოპერაციებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს და ველით, რომ საქართველოში მაისში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება. დღეს გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის განაცხადს "მაპზე". ამიტომაც, ჩვენ ვიწყებთ ორივე ქვეყანასთან ინტენსიური ჩართულობის პერიოდს, რათა განვმარტოთ დამატებითი კითხვები "მაპთან" დაკავშირებით". - აღნიშნულია ნატოს სამიტის განცხადებაში.

ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი არ დაუჭირა 10-მდე სახელმწიფომ, მათ შორის, საფრანგეთმა, გერმანიამ, ესპანეთმა, იტალიამ, უნგრეთმა, ჰოლანდიამ და სხვა ქვეყნებმა.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები