რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის განცხადებით, თუ სეპარატისტული სოხუმი უარს იტყვის აფხაზეთში ქართველი დევნილების დაბრუნებაზე, საქართველოს ხელისუფლება ადეკვატურ ზომებს მიიღებს.
აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ხელმძღვანელის სერგეი ბაღაფშის თქმით, მათ ხელმოწერილი ხელშეკრულებები ქართველი დევნილების დაბრუნებას არ ავალდებულებენ და დევნილები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდებიან, თუ საერთაშორისო საზოგადოებრიობა აფხაზეთის დამოუკიდებლობას ცნობს.
იაკობაშვილის განმარტებით, აფხაზეთში ქართველი დევნილების დაბრუნება აფხაზური მხარის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებაა და ეს ვალდებულება მათ უნდა შესრულონ.
"ბაღაფშს რადიკალური ოპოზიცია გამოუჩნდა და ახლა ცდილობს ამ ოპოზიციას რადიკალიზმში შეეჯიბროს. ამიტომაც, მას ზემოხსენებული ტიპის განცხადებები უფრო შიდა მოხმარებისთვის სჭირდება". - აცხადებს იაკობაშვილი.
წყარო: მედიანიუსი