კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო წამების საწინააღმდეგო კონვენციას შეუერთდა

8 აპრილი, 2008

2005 წლის 8 ივლისს საქართველო შეუერთდა გაეროს წამების, სხვა სასტიკი არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის საწინააღმდეგო კონვენციის ფაკულტატურ ოქმს. აღნიშნული ოქმიდან გამომდინარე, საქართველომ იკისრა ვალდებულება წამების საწინააღმდეგო ქვეკომიტეტთან თანამშრომლობის გზით შეექმნა წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რომელიც დახურული ინსტიტუციების მონიტორინგის გზით გამოავლენს და აღკვეთს არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.

9-10 აპრილს იტალიის ქალაქ პადუაში ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის ადამიანის უფლებათა დამცველი დამოუკიდებელი არასასამართლო სტრუქტურების ხელშეწყობის ფარგლებში გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელიც ორგანიზებულია პადუას უნივერსიტეტის ადამიანისა და ხალხთა უფლებების ცენტრისა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის მიერ. შეხვედრა შეეხება თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებებს.

შეხვედრაზე მიწვეული არიან აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში მოქმედი უფლებადაცვითი ინსტიტუტების  წარმომადგენლები. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან აღნიშნულ შეხვედრაზე მიწვეული არიან აპარატის გამოძიებისა და მონიტორინგის უფროსი გრიგოლ გიორგაძე და თავისუფლებისა და თანასწორობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი გიორგი გოცირიძე.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები