კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატი სასამართლოს პატიმრობიდან მძიმე ავადმყოფის გათავისუფლებას სთხოვს

10 აპრილი, 2008

არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სასამართლოს პატიმარ შალვა დოლიძის გათავისუფლებას სთხოვს.

როგორც შალვა დოლიძის ადვოკატი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" თავმჯდომარე მანანა კომახიძე განმარტავს, შალვა დოლიძე მძიმე მდგომარეობაშია და სასწრაფოდ ესაჭიროება გულის ოპერაციის საზღვარგარეთ გაკეთება. მას 10 წლის წინათ გულზე შუნტირება გერმანიის შუხტერმანის კლინიკაში ჩაუტარდა და ხელახალი ოპერირება მხოლოდ იმავე კლინიკაშია შესაძლებელი. ოპერაციას საქართველოში 14 ათასი, ხოლო გერმანიაში უფრო მეტი სჭირდება.

"შალვა დოლიძე არის მძიმე ავადმყოფი, რაც დასტურდება საექსპერტო დასკვნით. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ჩვენ მოვითხოვეთ სისხლის სამართლის კოდექსის 607-ე მუხლის საფუძველზე მის მიმართ სასჯელის მოხდის გადავადება, რაც მიმდინარე წლის 28 თებერვალს მოსამართლე რევაზ ნადოიმ არ დააკამაყოფილა,  მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ყველა კანონიერი საფუძველი. მოსამართლის ეს დადგენილება გასაჩივრებულ იქნა კერძო სააპელაციო საჩივრით, მაგრამ დღემდე საქმე გადაგზავნილი არ არის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში", - განაცხადა მანანა კომახიძემ.

როგორც ცნობილი გახდა, შალვა დოლიძის საქმე, ევროკონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების დარღვევის გამო, 2005 წელს გაიგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. საქმე ეხება მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და უკანონო პატიმრობას.

შალვა დოლიძე მის შვილთან ვლადიმერ დოლიძესთან ერთად, კურორტ ბახმაროში დოღის შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღის ჰაერში სროლის გამო, 2005 წლის 22 აგვისტოს დააპატიმრეს. Mმას ბრალად ხულიგნობა წაუყენეს. მას მიესაჯა 5 წელი და 6 თვე. მიმდინარე წელს ვლადიმერ დოლიძე პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო შალვა დოლიძეს უარი ეთქვა შეწყალებაზე. "თუ უახლოეს საათებში არ მოხდება ამ საქმის განხილვა, მოგვიწევს ევროპის სასამართლოს ჩარევა", - აღნიშნა მანანა კომახიძემ.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები