კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მალხაზ მაცაბერიძე: არჩევნების გაყალბება ქვეყნისთვის ყველაზე ცუდი სცენარი იქნება

10 აპრილი, 2008

პოლიტოლოგი მალხაზ მაცაბერიძე მიიჩნევს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი ძალთა თანაფარდობის თვალსაზრისით 50-50-ზე რომ აირჩეს, ეს ფაქტორი, პარლამენტის ფუნქციონირებას კრიზისული მდგომარეობის საფრთხეს იმ შემთხვევაში არ შეუქმნის, თუ პარლამენტში მოხვედრილი პარტიები, პირევლ რიგში, ქვეყნის ინტერესებს დააყენებენ და ერთმანეთთან თანამშრომლობას ისწავლიან.

როგორც “მედიანიუსს” მალხაზ მაცაბერიძემ განუცხადა, ჭრელი პარლამენტი დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში ერთხელ გვყავდა და “მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო ხანა, მაშინ ამ პარლამენტმა მოახერხა და მიიღო კონსტიტუცია, რომელიც დღემდე მოქმედებს,”.

მისივე თქმით, ამ არჩევნების გაყალბება ყველაზე ცუდი სცენარი იქნება ქვეყნისათვის, რადგან არჩევნები არის ის ძირითადი ინსტიტუტი, რასაც ემყარება შემდეგ ყველა სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი და თუკი, საფუძველი დადგება ეჭვქვეშ, მაშინ “თავზე დაგვენგრევა ის სახელმწიფო, რომელსაც ამდენი წელიწადი ვაშენებთ და წინ ვერ წავედით მნიშვნელოვნად იმიტომ, რომ არ გვაქვს შემდგარი არჩევნების შედეგი.”    

დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ექსპერტი არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან, 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების მიმართ აშკარა უნდობლობას ხედავს. მისი აზრით, არჩევნების მიმართ უნდობლობა კიდევ უფრო გააძლიერა, 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულმა სახალხო დამცველის მოხსენებამ, რომელიც, არჩევნებს ძალიან ცუდ ფონს უქმნის.

მალხაზ მაცაბერიძეს მიაჩნია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის ყველაზე ცუდი ვარიანტი არის ის სიტუაცია, როდესაც არჩევნებში გამარჯვებულს რჩება ყველაფერი. “ეს ძალიან დიდი ცდუნებების წინაშე აყენებს უმრავლესობაში მოსულ პოლიტიკურ ძალას და აშვებინებს ბევრ ისეთ შეცდომას, რასაც სხვა სიტუაციაში არ დაუშვებდა,” _ აცხადებს პოლიტოლოგს და  დასძენს, რომ პოლიტიკური ვითარების ამგვარად ჩამოყალიბებას 21 მაისის არჩევნებით თავიდან ავიცილებთ, კარგი იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები