კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში სურსათის უვნებლობის სტანდარტები არ კონტროლდება

14 აპრილი, 2008

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გეგმის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის საკითხებზე საქართველოში კვლევა ჩაატარა, რომლის პრეზენტაციაც დღეს თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა.

როგორც ფონდის საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორმა ვანო ჩხიკვაძემ განაცხადა, კვლევა ჩატარდა დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის და აშშ-ის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

ანალოგიიური გამოკითხვა ფონდმა სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ჩაატარა.

საქართველოში კვლევითი სამუშაოები დაიწყო 2007 წლის ნოემბერში და 2008 წლის თებერვლის ბოლომდე გაგრძელდა. მისის მიზანი იყო იმის გამორკვევა, თუ რამდენად ეფექტიანია ქვეყანაში საკვები პროდუქტების უსაფრთხოების შეფასების სისტემა, რამდენად ობიექტურად და მკაცრად ხორციელდება სურსათის უვნებლობაზე სახელმწიფო კონტროლი და შეესაბამება თუ არა მოქმედი კანონმდებლობა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

კვლევისას გამოიკვეთა ისიც, თუ რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ქართული პროდუქცია, რათა ის ევროკავშირის ბაზარზე მოხვდეს.

როგორც კვლევისას გაირკვა, რომ ქვეყანაში არ არსებობს ისეთი სააგენტო, რომელიც სურსათის უვნებლობის სტანდარტებს გააკონტროლებს, სახელმწიფოს კი, მოქმედი კანონით 2009 წლის ბოლომდე ეზღუდება უფლება, უშუალოდ პროდუქციის წარმოების პროცესს გაუწიოს მონიტორინგი. შესაბამისად, მკვლევართა უმთავრესი რეკომენდაციაა, ქვეყანაში სახელმწიფო კონტროლის სისტემის გამკაცრება.

სურსათის უსაფრთხოების შეფასებისა და კონტროლის ეფექტიანი სისტემის არარსებობას განაპირობებს ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა მოსახლეობის ფართო ფენების არასახარბიელო სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, სურსათის უვნებლობის საკანონმდებლო ბაზის არასრულყოფილება, სუსტი და განუვითარებელი სასურსათო წარმოება, კორუფციის მაღალი რისკი ზედამხედველობის განხორციელებისას, ასევე ამ საკითხზე საზოგადოების არასათანადო ინფორმირებულობა.

ევრაზიის ფონდის ექსპერტების რეკომენდაციით, სურსათის ხარისხის კონტროლის ეფექტიანი სისტემის შესაქმნელად სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები უნდა გადაიჭრას.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები