კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარტიამ "მომავალი საქართველო" ცესკოსთან საპროტესტო აქცია გამართა

14 აპრილი, 2008

პარტიამ "მომავალი საქართველო" დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ცესკოს თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა.

პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ლაღიძის განცხადებით, უკვე მესამე დღეა, რაც პარტიის წევრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის წინ შიმშილობენ. დღეიდან კი მათ პარტიის სხვა წევრებიც შეუერთდებიან და ყოველ მეორე დღეს რიგ-რიგობით იშიმშილებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები სრულად არ იქნება დაკმაყოფილებული.

დღევანდელმა აქციის შემდეგ ცესკოდან პარტიის წევრებთან სასაუბროდ არავინ გამოსულა. პარტია ორი დღის შემდეგ აქციას კვლავ გამართავს, ხოლო კვირის ბოლოს კი პარტიის წევრები აქციის გამართვას ამერიკის საელჩოსთანაც აპირებენ.

ცნობისთვის: ცესკომ  "მომავალი საქართველო" რეგისტრაციაში არ გაატარა, შესაბამისად, პარტია 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები