კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაერომ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოებს მანდატი 6 თვით გაუგრძელა

16 აპრილი, 2008

გაეროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ალასანია დადებითად აფასებს ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას და აცხადებს, რომ გაერომ აუცილებლად უნდა განიხილოს საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივები.

“პირველ რიგში, მივესალმები რეზოლუციის იმ ნაწილს, რომელშიც საუბარია კოდორის ხეობაში არსებულ სტაბილურობასა და დევნილთა დაბრუნების პირობებზე. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, გვქონდეს ნათელი წარმოდგენა იმ ინიციატივებზე, რომლებიც აფხაზურ მხარეს საქართველოს პრეზიდენტმა შესთავაზა. ამ ინიციატივების მიზანი, რეგიონში მშვიდობის დამყარებაა”, - აცხადებს ალასანია.

ასევე, გაეროში საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ქვეყანას, რომლებმაც საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებს მხარი დაუჭირეს.

გაეროს უშიშროების საბჭომ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის ზონაში განლაგებულ დსთ-ს კოლექტიურ სამშვიდობო ძალებს მანდატი 6 თვით გაუგრძელა.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები