კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი ორი თვით გადაიდო

17 აპრილი, 2008
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი, რომელზეც საფრანგეთის სააპელაციო სასამართლოს მისი ექსტრადიციის საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო, ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებების გამო 11 ივნისისათვის გადაიდო.

როგორც ფარნგი მოსამართლე აცხადებს, ოქრუაშვილისათვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების საკითხი საბოლოოდ ივნისში გაირკვევა, როცა საფრანგეთის მხარე სრულად გაეცნობა საქართველოს მთავრობის მოთხოვნებს. აგრეთვე, მოისმენენ ირაკლი ოქრუაშვილის კონტრ-არგუმენტებს, შეისწავლიან იმ ვითარებასაც, რომელიც წინ უძღოდა ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებას.

სასამართლო პროცესი, რომელიც პარიზში გუშინ, თბილისის დროით დღის 4 საათზე უნდა დაწყებულიყო, ორი საათის დაგვიანებით გაიმართა. თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოში დანიშნულ დროს გამოცხადდა. ის და მისი ადვოკატები გუშინ, პარიზის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ. სასამართლო პროცესი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში  მიმდინარეობდა.

პროცესის დასრულების შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს პრეზიდენტ სააკაშვილისათვის გადასაცემად განუცხადა, რომ მას არსად ეჩქარება. სამ კვირაში მეორე ბავშვს ელოდება და ამ ეტაპზე ძირითადად ოჯახის საქმეებით არის დაკავებული. “დავლაგდები, 11 ივნისს სასამართლო დასრულდება და მერე მიშასთვისაც მოვიცლი,” - აცხადებს ოქრუაშვილი.

მან პოლიტიკური მასკარადი უწოდა თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც განაჩენი მისგან დაუსწრებლად გამოიტანა და მას, 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ოქრუაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს მტკიცებულებების სახით წარუდგინეს ირაკლი ოქრუაშვილის სატელევიზიო გამოსვლების ჩანაწერები, სადაც იგი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთბს და პრეზიდენტ სააკაშვილს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის დაკვეთასა და კორუფციაში ადანაშაულებს.

დაცვის მხარე დარწმუნებული იყო, რომ ამ მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, საფრანგეთის სასამართლო უარს იტყოდა ოქრუაშვილის საქართველოში ექსტრადიციაზე და მას პოლიტიკურ თავშესაფარს მიანიჭებდნენ. ადვოკატები პროცესის გადადებას 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებენ.

ქართველი სამართალდამცველების ქმედების გამო უკმაყოფილება გამოთქვა ოქრუაშვილის ფრანგმა ადვოკატმაც. მისი თქმით, 11 ივნისი საქართველოში დანიშნული საპარლამენტო არჩევნების შემდგომი თარიღია და დარწმუნებულია, რომ ქართულმა მხარემ ეს შეგნებულად გააკეთა, იმ იმედით, რომ ექს-მინისტრის დაცვის მხარე არჩევნებამდე სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები