კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატები კანცელარიასთან აქციას გამართავენ

18 აპრილი, 2008

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები დღეს მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავენ. როგორც ასოციაციის საგაფიცვო კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, ადვოკატთა მოთხოვნები იგივე რჩება: სამართლიანი სასამართლოსა და სამართლანი მართლმსაჯულების ჩამოყალიბება. ყველა იმ კანონდარღვევის გადახედვა, რომელიც ბოლო წლებში სასამართლოში ხდებოდა.

ხატიაშვილმა მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა. "რომელი პოლიტიკური მოძრაობაც არ უნდა გაბატონდეს საქართველოში, ადვოკატთა კორპუსს უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ დამოუკიდებლად შეასრულოს თავისი პროფესიული საქმიანობა და სჯეროდეს, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. აქციას უნდა შემოუერთდეს ყველა ის მოქალაქე, რომელიც საქართველოში არსებული სამართალწარმოების შედეგად დაზარალდა", _ განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.


ადვოკატთა ასოციაციამ დაგეგმილი აქციის შესახებ დედაქალაქის მერიას გამაფრთხილებელი მიმართვა გაუგზავნა. როგორც ადვოკატები აცხადებენ, აქციის შემდეგ განახლდება ჩანაცვლებითი შიმშილობის აქცია.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები