კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უსახლკაროდ დარჩენილი ეთერ ძმანაშვილი დახმარებას ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვს

22 აპრილი, 2008
რადიო ჰერეთი ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინიგორში მცხოვრები ეთერ ძმანაშვილი ერთ-ერთი იმათგანია ვინც სიღარიბის დაძლევის პროგრამის ფარგლებში დახმარების მიმღებთა სიაში  ვერ მოხვდა.

“ლაგოდეხის სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ხელმძღვანელის მხრიდან შეურაცხყოფილი ეთერ ძმანაშვილი ყურადღებასა და დახმარებას ცენტრალური ხელისუფლებისგან ითხოვს.

ეთერ ძმანაშვილი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, არც საქონელი ჰყავს და შემოსავლის წყაროსაც მხოლოდ 55 ლარი პენსია წარმოადგენს.  ძმანაშვილების ოჯახის ყველა წევრი კი იმდენადაა დაავადებული რომ მუდმივ მკურნალობას საჭიროებს. ინვალიდია თავად ოჯახის დიასახლისი ეთერ ძმანაშვილიც.

“55 ლარი პენსიით, ბინის ქირის გადახდას და ხანდახან მხოლოდ პურის ყიდვას ვახერხებ. ოჯახის წევრები ფაქტიურად მთელი დღეების განმავლობაში ელემენტარულ საკვებსაც კი ვერ ვღებულობთ. საკვები პროდუქტებით ძირითადად მეზობლები და ახლო ნათესავები გვეხმარებიან” - ამბობს რადიო ჰერეთთან ეთერ ძმანაშვილი.

რატომ ვერ მოხვდა უსახლკაროდ დარჩენილი და  ნაქირავებ ბინაში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი დახმარების მიმღებთა სიაში, ამის გარკვევას რადიო ჰერეთი, ლაგოდეხის “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” ხელმძღვანელთან თემურ გოგოლაძესთან შეეცადა, თუმცა თემურ გოგოლაძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა და მოქალაქეებს ვითარების გარკვევა მედიის წარმომადგენლების ნაცვლად სოციალური სუბსიდიების სააგენტოში ურჩია.

ეთერ ძმანაშვილი კი ამტკიცებს, რომ  მან ლაგოდეხის “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” და კერძოდ მის ხელმძღვანელს რამდენჯერმე მიმართა და ოჯახის ხელმეორედ შემოწმების მიზნით კომისიის გამოყოფაც ითხოვა, თუმცა ეთერ ძმანაშვილის თქმით, თემურ გოგოლაძისგან მან მხოლოდ უხეში პასუხი მიიღო.

ახალი ამბები