კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"მაესტროს" წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს

22 აპრილი, 2008
ტელეკომპანია "მაესტროს" წარმომადგენლებმა  პარლამენტის შენობის წინ მჯდომარე აქცია გამართეს. აქციაზე მხარდასაჭერად მოვიდნენ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრი მაგდა ანიკაშვილი, ქალთა პარტიის წევრი გუგული მაღრაძე და ტელეკომპანია "კავკასიის" ხელმძღვანელი დავით აქუბარდია.

"საქართველოში სიტყვის თავისუფლება იზღუდება. ეს აქცია არ არის მიმართული იმისკენ, რომ მხოლოდ ლიცენზია მოგვცენ, არამედ საქართველოში ჟურნალისტების დევნა ხორციელდება და ამას წინ უნდა აღვუდგეთ", - აღნიშნა `მაესტროს~ დირექტორმა მამუკა ღლონტმა.

"სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლა არის ჩვენი პირველი მოცანაა, რადგან ჩვენი პოლიტიკაში მოსვლა სწორედ მედიას ზეწოლას უკავშირდება. დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა სიტყვის თავისუფლების დაცვის კუთხით. ხელისუფლება სულ უფრო ცდილობს, რომ კონტროლქვეშ მოაქციოს მედია. რაც უფრო ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, ეს ზეწოლა კიდევ უფრო თვალშისაცემი ხდება", - აღნიშნა მაგდა ანიკაშვილმა.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები