კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"თანასწორობის ინსტიტუტის" ხუთი წევრი დააკავეს

23 აპრილი, 2008

არასამთავრობო ორგანიზაცია "თანასწორობის ინსტიტუტის" ხუთი წევრი, დღეს საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო კანცელარიის შენობის წინ, საზოგადოებრვი წესრიგის დარღვევისა და სახელმწიფო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურების ბრალდებით დააკავა.

"თანასწორობის ინსტიტუტის" ლიდერმა ირაკლი კაკაბაძემ და მისმა თანაგუნდელებმა, დღეს სახელმწიფო კანცელარიისა და პარლამენტის შენობის წინ გამართეს თეატრალიზებული საპროტესტო აქცია, სახელწოდებით, "ძირს პოლიციური რეჟიმი".

აქციაზე საპატრულო პოლიცია მას შემდეგ მივიდა, რაც "თანასწორობის ინსტიტუტის" წევრებმა კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე, საღებავებით წერა დაიწყეს: "ძირს ძალადობრივი ხელისუფლება", "არა ძალადობას" და სხვა.

აქციის მონაწილებსა და საპატრულო პოლიციას შორის სიტყვიერი შეხლა-შემოხლა მოხდა. დაკავებულები გლდანის ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლოში გადაიყვანეს.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები