კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააპელაციო სასამართლომ გიორგაძის მომხრე პატიმრების სარჩელი არ დააკმაყოფილა

29 აპრილი, 2008

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ იგორ გიორგაძის მომხრეების სარჩელი არ დააკმაყოფილა. Pპატიმრები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ. 

სასამართლოს შენობასთან მისულმა პოლიტიკური გაერთიანება "იმედის" ლიდერმა ირინა სარიშვილმა განაცხადა, რომ მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. მოსამართლემ უპრეცედენტოდ მცირე დროში ძალიან დაბალ ხმაზე დასკვნის მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი წაიკითხა და ზრდილობის გულისთვისაც კი, არც ერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა. სასამართლომ იგორ გიორგაძის თორმეტივე მომხრე პატიმარს პროკურატურის უკანონო განაჩენი დაუტოვა.

პოლიტიკური გაერთიანების "იმედის' ლიდერი ირინა სარიშვილი იგორ გიორგაძის მომხრეების სარჩელის შეტანას უზენაეს სასამართლოში აპირებს და ასევე პარალელურად ადამიანის უფლებათა ევროპულ  სასამართლოსაც მიმართავს.


ცნობისთვის: უშიშროების ყოფილი მინისტრის 29 მომხრე 2006 წლის 6 სექტემბერს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. დაკითხვის შემდეგ 15 მათგანი გაათავისუფლეს, 13-ს პატიმრობა, ერთს - მაია ნიკოლეიშვილს კი ორწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულთაგან მაია თოფურიას 8 წლითა  და 6 თვით, კახა ქანთარიას 8, თემურ ჟორჟოლიანს და რამაზ სამნიძეს 7-7 წლით, რევაზ ბულიას, გურამ პაპუკაშვილს, იაკობ კვინიკაძეს, გიორგი ახობაძეს, ზაზა დავითაიასა და ვახტანგ ტალახაძეს 4 წლითა და 6 თვით, გიორგი მეტრეველს 4 წლით, ვალერი გალდავას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

რაც შეეხება მეცამეტე ბრალდებულს - გენადი არჩვაძეს, ის ამჯერად იძებნება, 8-წლიანი პატიმრობა კი დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები