კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაერთიანებულ ოპოზიციას ფასიან რეკლამებზე ხელი არ მიუწვდება

29 აპრილი, 2008

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები მმართველ პარტიასთან წინასაარჩევნოდ არათანაბარ პირობებში ყოფნას აპროტესტებენ და ნაციონალურ მოძრაობას საარჩევნო კამპანიისათვის ადმინისტრაციული რესურსისა და საბიუჯეტო თანხების უკონტროლოდ გამოყენებაში ადანაშაულებენ.

როგორც ეროვნული საბჭოს წევრებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ტელევიზიებით გასული ფასიანი რეკლამით დღეს, მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა სარგებლობს და ის მცირე დრო, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციისთვის არის გამოყოფილი, "ძირითადად ოპოზიციის ლანძღვას ეთმობა".

რაც შეეხება ქუჩის რეკლამას, გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა კომერციული ფართი და ე. წ. ბილბორდები ნაციონალურ მოძრაობას აქვს დაკავებული.
მათივე ინფორმაციით, ბილბორდის 1 კვადრატული მეტრის ფასი 500 დოლარამდე გაიზარდა, რაც შეეხება სატელევიზიო რეკლამას, პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსება კომერციულ რეკლამაზე 10-ჯერ ძვირი ღირს.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები