კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს განიხილავს

30 აპრილი, 2008
ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი მოუწოდებს ევროკავშირს, რათა მისი ძალები უფრო აქტიურად ჩაერთონ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე სამშვიდობო პროცესში. ეს ერთ-ერთი რეკომენდაციაა იმ რეკომენდაციებსა და განცხადებებს შორის, რომელიც აღნიშნული კომიტეტის მეათე სხდომის მონაწილეებმა მიიღეს.

სხდომა 29-30 აპრილს საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავჯდომარემ მარიან ისლერ-ბიგანმა განაცხადა, აღნიშნულ რეკომენდაციებს ევროპარლამენტი მომავალ კვირაში ბრიუსელში გამართულ სესიაზე განიხილავს.

როგორც რეკომენდაციების ტექსტში არის ნათქვამი, ზემოთხსენებული კომიტეტი მოუწოდებს ევროკავშირს, უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესში, მოიძიოს უფრო ეფექტიანი საერთაშორისო მექანიზმები, მოლაპარაკებების, მშვიდობის, კანონიერების, წესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.

რეკომენდაციებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საქართველო - რუსეთის ურთიერთობებს. როგორც ტექსტშია ნათქვამი, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების გამო, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებთან სამართლებრივი კავშირების დამყარებას შეეხება.

კომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, რომელიც გაეროს შესაბამისი რეზოლუციებით არის აღიარებული და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსეთის, როგორც ნეიტრალური შუამავლის როლს სამშვიდობო პროცესში.

კომიტეტის მოუწოდებს რუსეთს, სასწრაფოდ გადახედოს მის მიერ ბოლო დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს და იმოქმედოს საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, ამ რეკომენდაციებით ევროპელმა კოლეგებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი პატივისცემა გამოხატეს, რისთვისაც მან კომიტეტის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები