კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის მერიას სასამართლოში უჩივის

6 მაისი, 2008

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

როგორც "მედიანიუსს" ასოციაციის ადვოკატმა კახა კოჟორიძემ განუცხადა, ასოციაცია მერიას მესაკუთრეთა საკუთრების უფლების დარღვევაში ადანაშაულებს. ლაპარაკია ომარ გოცაძესა და ზაალ კიკვაძეზე, რომლებიც თბილისში, ჩოქოვანის ქუჩაზე მდებარე 370 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის მფლობელები არიან. მათ საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში აქვთ დარეგისტრირებული. თუმცა, ამის მიუხედავად, 2007 წლის 18 ნოემბერს შპს 'სხივის" მუშაკებმა, თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დაკვეთით, მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, მესაკუთრეებთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე სამშენებლო სამუშაოები დაიწყეს.

ასოციაციის სარჩელის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს "სხივს" სამშენებლო სამუშაოები აეკრძალა. თუმცა, სასამართლო პროცესების დასრულებამდე მესაკუთრეთა კუთვნილ ტერიტორიაზე რამდენიმე მეტრი სიმაღლის ყრუ კედელი აშენდა.
2008 წლის 24 აპრილს იმავე მიწის ნაკვეთზე, მესაკუთრეებთან შეუთანხმებლად, იმავე კომპანიამ ბავშვთა გასართობი მოწყობილობების დამონტაჟება დაიწყო.

როგორც კახა კოჟორიძე აცხადებს, ამ ფაქტზე ასოციაციას საჩივარი მერიაში ჰქონდა შეტანილი, რომლის განხილვის ერთთვიანი ვადა 3 მაისს ამოიწურა. "მერიის ქმედებებიდან გამომდინარე, საჩივრის დაკმაყოფილების ილუზია არ გვაქვს. ამიტომ სარჩელით უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას მივმართავთ და უკანონოდ აშენებული კედლისა და გასართობი მოწყობილობების დემონტაჟს მოვითხოვთ", - აღნიშნა კახა კოჟირიძემ.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები