გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი რევაზ შავიშვილი გიორგი გამცემლიძის მკვლელობის შესახებ აცხადებს, რომ 31 წლის გამცემლიძე იმ უმოწყალოდ მოკლულ ქართველებს შორის ჩაეწერა, რომლებიც ხელისუფლების მიერ პატრულისთვის მინიჭებულმა უფლებებმა იმსხვერპლეს. "მოკლულ გიორგი გამცემლიძეს კეფაში აქვს ნასროლი. იგი უმოწყალოდ მოკლულთა სიაში ჩაეწერა. სამი შვილის მამა, 31 წლის ახალგაზრდა პოლიციის ნებით არის მოკლული. არ იქნება გასაკვირი თუ ხელისუფლება განაცხადებს, რომ გამცემლიძეს იარაღი ჰქონდა, ან პატრულის თანამშრომლებზე თავდასხმას ცდილობდა. ვაცხადებ ქართული საზოგადოებისა და გიორგი გამცემლიძის ოჯახის წინაშე, რომ აღნიშნული საქმე იქნება გამოძიებული და რეალური მკვლელები აუცილებლად დაისჯებიან. ისევე, როგორც სააკაშვილისა და მერაბიშვილის პოლიტიკის შედეგად დაღუპული ახალგაზრდების მკვლელები", - აცხადებს რევაზ შავიშვილი.
როგორც მან აღნიშნა, გიორგი გამცემლიძის ოჯახის წევრებთან იმყოფებოდნენ გაერთიანებული ოპოზიცის წარმომდგენლები: ეკა ბესელია, თეო ტლაშაძე და თავად რევაზ შავიშვილი.
წყარო: მედიანიუსი.