კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სვანეთში პოლიციის უფროსმა თანამშრომლებს ნაციონალების ერთგულებაზე ხატზე დააფიცებინა

13 მაისი, 2008

თბილისი. 09.05.08. მედიანიუსი. სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მის ოფისში ნაციონალური მოძრაობის მიერ ადამიანების დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებზე ინფორმაცია ყოველ საათში შემოდის.

აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველის მიერ გამოყოფილი სპეციალური ჯგუფები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში სწავლობენ.

სოზარ სუბარი რამდენიმე ფაქტის შესასწავლად თავად იმყოფებოდა. "ჭიათურის რაიონის სოფელ გეზრულში გათავისუფლებულია სკოლის დირექტორი მხოლოდ იმის გამო, რომ მან არ შეასრულა ბრძანება შვიდი მასწალებლის გათავისუფლების შესახებ, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს ოპოზიციის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ რაიონს ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მამამთილი რეზო ბიწაძე. აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ სვანეთში პოლიციის უფროსმა რიგით თანამშრომლებს ხატზე დააფიცებინა, რომ ისინი ნაციონალურ მოძრაობას მისცემდნენ ხმას", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სახალხო დამცველის თქმით, არსებობს კიდევ დარღვევის უამრავი ფაქტი, თუმცა ადამიანები მათ გახმაურებას ერიდებიან იმის გამო, რომ ტერორს თვით სახელმწიფო უწყებების ადგილობრივი ხელმძღვანელები ახორციელებენ.

სოზარ სუბარმა დარღვევების შესახებ რეკომენდაციები გაუგზავნა იუსტიციის მინისტრს ნიკა გვარამიას და პროკურატურას. სახალხო დამცველი მოითხოვს, რომ ზეწოლის ქვეშ მყოფი ადამიანები, იყვნენ დაცულები და ნაციონალურმა მოძრაობამ მათზე ზეწოლა შეწყვიტოს.

ახალი ამბები