კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბრიტანელი ჟურნალისტები უერთდებიან “მრავალეროვან საქართველოს” საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის მიზნით

13 მაისი, 2008

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველოს” სპეციალური მოწვევით, ხუთშაბათს, 15 მაისს, საქართველოში ჩამოდის დამოუკიდებელი კინორეჟისორი დიდი ბრიტანეთიდან, საინიციატივო ჯგუფის - “ბრიტანელი ჟურნალისტები დემოკრატიისათვის კავკასიაში” წარმომადგენელი, რომელიც გადაიღებს ფილმს არჩევნების მონიტორინგზე. ხსენებულ ჯგუფში ასევე შედიან კორნუოლში დაფუძნებული რადიოსადგურ ატლანტიკ FM-ში (Aტლანტიც FM), ბრიტანული პრესის ასოციაციასა და ბი-ბი-სი-ში (BBჩ) მომუშავე ჟურნალისტები.

ჟურნალისტთა და კინორეჟისორთა მომავალი თაობის ინტერესი საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების მიმართ ადასტურებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დამკვირვებელთა როლი სამართლიან არჩევნებში მონაწილეობის მოქალაქეთა უფლებების უზრუნველყოფისთვის.

ამა წლის 21 მაისს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე “მრავალეროვანი საქართველო”-ს დამკვირვებელთა თანხლების გარდა, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ეწვევა ორგანიზაციის მიერ გახსნილ მედია-ცენტრებს ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და შიდა ქართლში, და ასევე თავად დააკვირდება იმას, თუ როგორ ეროვნულ უმცირესობებში სამოქალაქო თვითშეგნების განვითარება და ინფორმაციის ხელმისაწვდომლობა ხელს უწყობს მოქალაქეთა უფლების უზრუნველყოფას არჩევნებში თანაბარუფლებიანი მონაწილეობაზე.

ასევე შეგახსენებთ, რომ პროექტი “თანაბარი შესაძლებლობები სამართლიანი არჩევნებისათვის” ფარგლებში “მრავალეროვან საქართველო”-ს ეყოლება 300-მდე დამკვირვებელი და იგი მოიცავს ზემოხსენებულ რეგიონებში უმცირესობათა ელექტორატის 70%-მდე.

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო”-ს პრესსამსახური

ახალი ამბები