კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი საპატრულო პოლიციამ დააკავა

14 მაისი, 2008

გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, მარნეულში საპატრულო პოლიციამ დააკავა მარნეულის #22-ე ოლქის 67-ე უბნის კომისიის წევრი შალვა კუჭავა, რომელიც, ასევე, არის ამავე რაიონის საოლქო კომისიის წევრისა და გაერთიანებული ოპოზიციის მარნეულის შტაბის საარჩევნო სპეციალისტის, სოფიო კუჭავას ძმა. იგი, თავის დასთან ერთად, საკუთარი მანქანით გადაადგილდებოდა ქალაქში, რა დროსაც საპატრულო პოლიციის მხრიდან თვალთვალი შენიშნა.

გაერთიანებული ოპოზიციის შტაბიდან გამოსვლისთანავე, შალვა კუჭავა საპატრულო პოლიციამ ვითომდა ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დააკავა, თითქოსდა, მას "ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურზე გადასცეს ნარკოტიკული ნივთიერება (ოთხი ე.წ. "ბაში"), რომლის რეალიზაციასაც აპირებდა (შალვა კუჭავამ ბენზინი ამ სადგურზე ნამდვილად ჩაასხა, მაგრამ მასთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა მისი დაც და არც ერთ მათგანს მანქანა არ დაუტოვებია).

მას შემდეგ, რაც ჩაატარეს ჩხრეკა, შალვა კუჭავა ხელბორკილდადებული წაიყვანეს თელეთის საპატრულო პოლიციაში. მას ეუბნებოდნენ, რომ ვიღაცისთვის გამზადებული "კომეტის" ფირმის სიგარეტის კოლოფში ჩადებული ოთხი "ბაში" მისთვის უნდა ჩაედოთ და რვა წლიდან უვადო პატიმრობით ემუქრებოდნენ. ასევე, ეკითხებოდნენ თავის დაზე, თუ სად იყო ადრე, რა უნდა მარნეულში, რატომ არ მუშაობს სხვაგან და ა.შ, _ ნათქვამია გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში..

თელეთის პოლიციაში მისვლისთანავე, შალვა კუჭავას ტანსაცმელი გახადეს და რამდენიმე საათი უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული. მას შემდეგ, რაც  სამხილი მასზე რეალურად ვერ მოიძიეს, იგი გაათავისუფლეს. მასზე ცდილობდნენ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას და დაშინების მიზნით სრულიად უსაფუძვლოდ რამდენიმე საათი განყოფილებაში გაატარებინეს.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები