კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელვაჩაურის ფაბრიკასთან პროფკავშირების აქცია ჟურნალისტის ცემით დასრულდა

16 მაისი, 2008

პროფესიული კავშირების გამაფრთხილებელი აქცია ხელვაჩაურის "BTM TEXSTIL" საწარმოსთან, ამ ორგანიზაციის ინფორმაციით, ჟურნალისტისა და ოპერატორის ცემით დასრულდა.

საპროტესტო აქცია დღეს დილის 8 საათზე დაიწყო, ფაბრიკის თანამშრომლები და პროფესიული კავშირების წევრები სამსახურიდან ცხრა თანამშრომლის უკანონოდ (პროფესული კავშირის წევრობის გამო) გათავისუფლებას აპროტესტებდნენ.

აქციის მსვლელობისას მონაწილეებს საწარმოს დირექტორმა ჯაზმი აქშაილიმ შენობიდან რამდენჯერმე მოუწოდა სამუშაოს დაბრუნებოდნენ. ცოტა მოგვიანებით კი, მის ჩასაწერად მისულ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს გიორგი წეროძეს კამერაზე ხელი აუფარა, გადაღება აუკრძალა და ცემა დაუწყო.

თურქი მენეჯერის მხირდან ჟურნალისტების შეურაცხყოფას აქციის მონაწილეთა აღშფოთება მოჰყვა. დირექტორის უშუალო ქვეშევრდომებმა კი, მათაც ცემა დაუწყეს, რის შემდეგაც "BTM TEXSTIL" ეზოში ხელჩართული ჩხუბი ატყდა. სიტუაციის განსამუხტად პროფკავსირების წარმომადგენლებს საპატრულო პოლიციის გამოძახება მოუხდათ.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები