კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმში ნაციონალების დამკვირვებლებს უფრო სწყალობენ

21 მაისი, 2008

ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის #66 უბანი: ამომრჩეველთა რიცხვი 1087-ია. თუმცა ამომრჩევლის კაბინა მხოლოდ ორია. უბანზე კაბინებში განათება არ არის. კომისიის თავმჯდომარე, დავით ბერძენიშვილი საუბარში აღნიშნავს, რომ ყველა ამომრჩეველი არ მოვა. ზოგიც გადასატანი ყუთის მეშვეობით აძლევს ხმას. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ კომისიის თავმჯდომარეს შენიშვნა მისცა, თუმცა შესაბამისი ზომების გათვალისწინება არ მომხდარა, რის შემდეგაც საჩივარი დაიწერა.

#65 უბანი 20 წუთის დაგვიანებით გაიხსნა. აქ ამომრჩეველთა რაოდენობა ერთიანი სიით 1 441, თუმცა მათზე მხოლოდ 1 400 ბიულეტენია.

ასეთივე მდგომარეობაა #74 და #7 უბნებზე. ამომრჩეველთა რაოდენობა ბიულეტენების ოდენობაზე მეტია. ხოლო #73 უბანზე კი ბიულეტენების ოდენობასთან შედარებით, 20 კონვერტით ნაკლებია.

ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის #51 უბანზე დამკვირვებელი ირა ადალოვა იმ მოტივით არ შეუშვეს, რომ უბანზე 7 საათზე არ მივიდა. თუმცა მოგვიანებით, ის უბანზე შეუშვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაირკვა, რომ ადალოვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელია.

ახალი ამბები