კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საგარეჯო, ლაგოდეხი და სიღნაღი დატოვა

21 მაისი, 2008

ზემო ლამბალოს #47 უბანზე ცოტა ხნის წინ რამდენიმე ათეული ნასვამი ადამიანი შეიჭრა და საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს. ამ უბანზე  1069 ამომრჩეველია,  (11 სპეც-სიით). 12 საათისათვის უბანზე მისული იყო მხოლოდ 23 ადამიანი. პირველ საათზე 24. ორ საათზე შემოვარდნილმა ადამიანებმა ყუთში ყალბი ბიულეტენები ჩაყარეს. სასტიკად არის ნაცემი რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სანდრო გაგნიაშვილი, „რესპუბლიკური პარტიიდან“, მამუკა მასურაშვილი, „ლეიბორისტებიდან“ და სხვები. ცემა-ტყეპაში პირადად იყო ჩართული კომისიის თავმჯდომარე მასიმოვი. ნაცემია პოლიციაც. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კამერა ძლივს გადაურჩა დამტვრევას. ცენტრის დამკვირვებლებზე მიმდინარეობს მასიური ზეწოლა. საღამოს სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვაა მოსალოდნელი. ამიტომ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით წყვეტს დამკვირვებლობას არჩევნებზე და ტოვებს საგარეჯოს რაიონის სოფლებს თულარს, ლამბალოს, იორმუღანლოს, ქესალოს საარჩევნო უბნებს. ასევე სიღნაღისა და ლაგოდეხის საარჩევნო უბნებს, სადაც მიმდინარეობს ძალადობა და ზეწოლა დამკვირვებლებზე. 

ახალი ამბები