კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამეგრელოში არჩევნები მკვლელობის და აფეთქებების ფონზე მიდის

23 მაისი, 2008

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელმა ქეთინო გეჯაძემ ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის, სოფელ რუხის #100, #64 საარჩევნო უბნებზე რამდენიმე დარღვევა დააფიქსირა. ერთ-ერთმა დამკვირვებელმა გაიგო მეგრული საუბარი, სადაც კომისიის თავმჯდომარე „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ წევრს გარიგებას სთავაზობდა - 50 ბიულეტენი გადასატან ყუთში ჩაეყარათ, ამდენივე ძირითად ყუთში. მოსმენილის შემდეგ დამკვირვებელმა შენიშვნის და ოქმის სახით საჩივარი შეიტანა.

უკმაყოფილო თავმჯდომარემ პოლიციის თანამშრომლები მოიხმო და #100 უბნიდან დამკვირვებელი გააძევეს. ორივე უბანთან მობილიზებულია პოლიციის შემადგენლობა დიდი რაოდენობით, რომლებიც ზეწოლას ახორციელებენ როგორც კომისიის წევრებზე, ამომრჩევლებზე, ისე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან წარმოდგენილ დამკვირვებლებზე. დაფიქსირდა უმისამართო, ვადაგასული პირადობის მოწმობების გამოყენების ფაქტები.

#9 და #32 საარჩევნო უბნებიდან კომისიის თავმჯდომარეებმა დამკვირვებლები მხოლოდ იმიტომ გააძევეს, რომ დარღვევის ფაქტები დააფიქსირეს. ხმის მიცემის კაბინები ჩაბნელებულია. ბიულეტენები ფერმკრთალია ისე, რომ ძნელია ამოკითხვა. მარკირების სითხე, რომელსაც იყენებენ, 2 საათის შემდეგ უკვალოდ ქრება.

წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში დილის ათი საათისათვის მკვლელობა მოხდა. სანადირო თოფიდან გასროლილი ტყვიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ადგილობრივი მკვიდრი გერონტი კაცია. დაჭრილია მისი ქალიშვილი. კაცია ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერად ითვლებოდა და მის მკვლელობას პარტიათა ლიდერები პოლიტიკურ მკვლელობად აფასებენ.

ნაბაკევი-ზუგდიდის მიმართულებით ხურჩასთან მოძრავი ავტობუსი ააფეთქეს. აფეთქების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. ნაბაკევის  სკოლის დირექტორი ნანა ქარდავა ავტობუსით ამომრჩევლებთან ერთად მოდიოდა ხმის მისაცემად. მას მიღებული აქვს მრავალჯერადი დაზიანებები და ამ წუთამდე კრიტიკულ მდგომარეობაშია. მოხვედრილი აქვს ტყვიაც. სავარაუდოდ არიან სხვა დაჭრილებიც
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სინამდვილეში ეს ნაბაკევიდან წამოსული ამომრჩეველი კი არა, ხურჩის მოსახლეობა იყო, რომლებიც ხელისუფლებამ დაიქირავა, რომ შეექმნათ სურათი, თითქოს ხმის მისაცემად ხალხი ნაბაკევიდან (გალის რაიონი) გადმოდიოდა.

 „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.


ახალი ამბები