კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ტერორის გამო დამკვირვებლები უბნებიდან გაიწვია

23 მაისი, 2008

სიღნაღისა და ლაგოდეხის ოლქში მასობრივი საარჩევნო დარღვევები გრძელდება. საარჩევნო უბნებზე იმყოფებიან არაუფლებამოსილი პირები, რომლებიც კაბინიდან უკვე გამოსულ ადამიანებს აიძულებენ აჩვენონ მათ საარჩევნო ბიულეტენი იმის დასტურად, რომ მათ შემოხაზეს #5. სიღნაღის საარჩევნო ოლქში კომისიის 2 წევრი გაერთიანებული ოპოზიციიდან,  თამარ კაკაშვილი და ნოდარ კუტიბაშვილი გამოაძევეს. აბულაშვილი ე.წ. „ზონდერ ბრიგადით“ შედის საარჩევნო უბნებზე და აწიოკებს კომისიის წევრებს.

ლაგოდეხში, სოფელ კაბალში ხუთივე საარჩევნო უბანი იშლება, რადგან ოპოზიციურმა პარტიებმა და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა წევრები უკან გაიწვიეს, რადგან არაერთი მითითების მიუხედავად, არჩევნები მაინც ყალბდება.

რამდენიმე წუთის წინ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ლაგოდეხისა და სიღნაღის საარჩევნო ოლქებიდან ყველა დამკვირვებელი უკან გაიწვია. ოპოზიციური პარტიების მხრიდან საკუთარი წარმომადგენლების უბნიდან გაყვანის შემდეგ დამკვირვებლებს მარტო უწევდათ ციხიდან გამოსულ კრიმინალებთან გამკლავება. ისინი იარაღის მუქარით აშინებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები