კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაერთიანებული ოპოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას დაუპირისპირდა

27 მაისი, 2008

გაერთიანებული ოპოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ პროტესტს აცხადებს და მაუწყებლობის შეცვლას მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან ლევან ყუბანეიშვილთან სასაუბროდ დღეს ოპოზიციის რამდენიმე წევრი  მივიდა.

ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს,  და მის შეკვეთებს ახორციელებს. "ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები: ვითხოვთ საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების გაშუქებას და პირდაპირ ეთერს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოთხოვნის მიხედვით შეიცვალა ტელევიზიის ხელმძღვანელობა, საზოგადოებრივი მაუწყებელი მაინც არ მუშაობს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი ტელევიზია, გარდა "კავკასიისა" . მისივე განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია იბრძოლებს ბოლომდე, ლეგალურად საზოგადოებრივ მაუწყებელში სამართლიანობის აღდგენისთვის. "ჩვენ ვიცავთ ლეგალურ ფორმებს. ჩვენ ვიბრძოლებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხალხისათვის დასაბრუნებლად და არავის არაფერს შევარჩენთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გოგა ხაინდრავა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ლევან ყუბანეიშვილის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს და აცხადებს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში უნდა შეიცვალოს სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა.

მისი თქმით, საბჭო უნდა დაკომპლექტდეს თავისუფალი ჟურნალისტებით. ტელევიზიამ უნდა მიიღოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფორმა და საზოგადოებას მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები