კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარის რაიონებში ომის ვეტერანები შეღავათებით ვერ სარგებლობენ

29 მაისი, 2008

ბათუმში მცხოვრები ომის ვეტერანებისგან განსხვავებით, აჭარის სხვა რაიონების ომის ვეტერანები დახმარებებით იმის გამო ვერ სარგებლობენ, რომ რაიონული მუნიციპალიტეტის გამგეობებმა საჭირო თანხები ბიუჯეტში არ ჩადეს.

ომის ვეტერანი მევლუდ ბერიძე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ფერიის მკვიდრია. თუმცა, დახმარება ბოლოს როდის მიიღო აღარ ახსოვს. „გაზს გვაძლევდნენ და ოჯახი ვიყენებდით. ესეც აღარ მიმიღია. რაიონში ვერ ჩავდივარ, რომ ვიკითხო, რა ხდება“.

იგივე მდგომარეობაში არიან ქობულეთელი ომის ვეტერანებიც: „ბათუმელი ვეტერანები ყველანაირი შეღავათებით სარგებლობენ. ჩვენ კი უკვე ერთი წელია, არანაირი დახმარება არ მიგვიღია. არ გვეძლევა გაზის ტალონები, არც წყლის, ტელეფონისა და შუქის გადასახადებზე გვაქვს შეღავათი. რატომ არის ასეთი განსხვავება. ჩვენ რა, ნაკლებად ვებრძოდით ჰიტლერს?“

ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისგან განსხვავებით, რაიონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებში ომის ვეტერანებზე შეღავათისთვის თანხები არ გაითვალისწინეს: „დღეისათვის ვეტერანებზე პრივილეგიების აღდგენის საკითხი განიხილება. ქობულეთის რაიონის 2008 წლის ბიუჯეტში არ იყო ვეტერანებისთვის ჩადებული გაზის ტალონები და სხვა შეღავათები. ამჟამად, მიმდინარეობს მოლაპარაკება გაზის გადასახადის და სხვა შეღავათების აღდგენის თაობაზე“, განაცხადა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის უფროსმა დალი გირითილაძემ.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები