კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"თბილისის ამქარმა" საკრებულოს შენობასთან აქცია გამართა

29 მაისი, 2008

ორგანიზაცია "თბილისის ამქარმა" დღეს თბილისის საკრებულოს
შენობასთან აქცია გამართა და ტაბიძისა და ლეონიძის ქუჩეებზე არსებული ორი ისტორიული შენობის  ნგრევისა და მის ადგილზე ახალი შენობის აშენება გააპროტესტა.

"თბილისის ამქრის" წევრების განმარტებით, აღნიშნულ ადგილზე  სამსართულიანის ნაცვლად, 7 სართულიანი შენობის აშენებაა დაგეგმილი.
"დაუშვებელია მსგავსი რამის გაკეთება. ეს კანონის უხეში დარღვევაა. ეს არის უმკაცრესი დაცვის ზონა და არ შეიძლება მსგავსი რამის აშენება. ამ მშენებლობის დაწყების შემთხვევაში, იუნესკოში ძველი თბილისის  მოხვედრის ოცნებასაც უნდა დავემშვიდობოთ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აღნიშნული მშენებლობის ინვესტორის ვინაობა ცნობილი არ არის.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები