კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რესპუბლიკური პარტიის გორის ორგანიზაციის წევრი სცემეს

30 მაისი, 2008

დაუდგენელი პირები რესპუბლიკური პარტიის გორის ორგანიზაციის წევრს რამინ აბულაძეს თავს დაესხნენ.

დაზარალებულის განცხადებით, მასზე თავდამსხმელები ნაციონალურ მოძრაობის გორის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატის გიორგი ტატიშვილის ბრძანებას ასრულებდნენ.

რესპუბლიკური პარტიის წევრი ირწმუნება, რომ ტატიშვილი მას პოლიტიკური საქმიანობის გამო არჩევნების პერიოდშიც დაემუქრა და ცემის ფაქტის დროს ავტომობილიდან თვალს ადევნებდა.

თავად ტატიშვილი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. მისი განცხადებით, ის მთელი დღის განმავლობაში თბილისში ნარკოლოგიური შემოწმებაზე იმყოფებოდა.

ექიმების განცხადებით, რამინ აბულაძეს თავისა და მუცლის არეში ტკივილები და თავის ტვინის ტრავმა აღენიშნება.

წყარო: მედიანიუსი.


ახალი ამბები