კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტარების ნარკოლოგიური შემოწმების ვადა დღეს იწურება

4 ივნისი, 2008

მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულმა პარლამენტის წევრობის კანდიდატებმა და წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო ბარიერგადალახული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიულ სიაში შეყვანილმა პარლამენტის წევრობის კანდიდატებმა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ნარკოლოგიური ცნობა კენჭისყრიდან არაუგვიანეს მე-14 დღეს უნდა წარუდგინონ. ეს ვადა დღეს იწურება.

საარჩევნო კოდექსის 107-ე პრიმა მუხლის თანახმად, ცნობაში უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატი არ არის ნარკომანი ან ნარკოტიკების მომხმარებელი. თუკი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნულ ვადაში არ წარადგინა ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან უარი განაცხადა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, პარლამენტი იღებს დადგენილებას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების არცნობაზე. ამის საფუძველზე ცესკო იღებს განკარგულებას შესაბამის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობაზე და ნიშნავს ხელახალ არჩევნებს.

იმ შემთხვევებში, თუკი ნარკოლოგიური ცნობის წარდგენაზე პარტიული სიით არჩეული პირი იტყვის უარს, მაშინ ცესკო მიიღებს გადაწყვეტილებას მისი უფლებამონაცვლის განსაზღვრის შესახებ. მოქმედი კანონით, შესაბამისი პირის ადგილს დაიკავებს იმავე პარტიის რიგით მომდევნო პარლამენტის წევრობის კანდიდატი.

ნარკოლოგიური შემოწმება პარლამენტში მოხვედრილ დეპუტატობის კანდიდატთა უმრავლესობამ უკვე გაიარა.

წყარო: მედიანიუსი.

 

ახალი ამბები