კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის პოლიციაში პატიმრები სცემეს

4 ივნისი, 2008

გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში სამი პატიმარი სცემეს.  გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო გერგაულმა გორის პროკურატურის პროკურორს სასამართლო სხდომაზე  ამ ფაქტის  გამოძიება მოსთხოვა.

კობა პავლიაშვილი, ნაყსიდა მერებაშვილი და ვლადიმერ ბოლოთაშვილი ტაქსის მძღოლის დაყაჩაღების ბრალდებით 2 ივნისს დააკავეს. ყველა მათგანი სასტიკად ნაცემია. კობა პავლიაშვილს სახე მთლიანად დასიებული აქვს.

დღეს, 4 ივნისს მოსამართლის თვალწინ 21 წლის კობა პავლიაშვილმა განაცხადა, რომ გორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მას მთელი ღამის განმავლობაში ურტყავდნენ. პავლიაშვილმა ცემის მიზეზად მის მიერ ადვოკატის მოთხოვნა დაასახელა.

დღესვე მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.


საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები