კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაუპატიურებაში ბრალდებულ კუდის ყოფილ თანამშრომელთან საპროცესო შეთანხმება გააფორმეს

5 ივნისი, 2008

კუდის ყოფილი თანამშრომელ გიორგი ჩიქოვანთან აჭარის პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ჩიქოვანს საკმაოდ მძიმე დანაშაულში ედებოდა ბრალი. საპროცესო შეთანხმება სახელმწიფო ბრალდებასა და კუდის ყოფილ თანამშრომელს შორის მაისის ბოლოს გაფორმდა. სწორედ ამ დროს ამოიწურა ბრალდებულის პატიმრობის ცხრათვიანი ვადა.

პროკურატურის მიერ წარდგენილი საბრალდებო დასკვნის მიხედვით,  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების ოპერატიული  თანამშრომელი, გამომძიებელი გიორგი ჩიქოვანი 28 აგვისტოს ღამეს, სახლში შეეჭრა მოქალაქე ს. წ.-ს და განსაკუთრებული სისასტიკით გააუპატიურა: „ჩიქოვანმა წ-ს რამდენჯერმე დაურეკა პირად ტელეფონზე და მოსთხოვა სქესობრივი კავშირის დამყარება. წ-მ კი მობილური ტელეფონი გათიშა და დაიმედებულმა იმით, რომ ჩიქოვანი მას ვეღარ შეაწუხებდა, დაიძინა. ამის შემდეგ ჩიქოვანმა გადაწყვიტა, ქალის ნების საწინააღმდეგოდ ბინაში შესულიყო და სქესობრივი კავშირი დაემყარებინა. მან თავზე ნიღაბი ჩამოიცვა, მეოთხე სართულზე აძვრა და ბინაში აივნიდან შევიდა. ნიღაბის მოხსნის შემდეგ, როცა დანის დემონსტრირებით მიზანს ვერ მიაღწია, თავისი განზრახვა განსაკუთრებული სისასტიკით მოიყვანა სისრულეში. ამისათვის მან დაზარალებულს სცემა თავისა და ტანის არეში, რის შედეგადაც მას განუვითარდა ტვინის შერყევა, ქვედაყბის ძვლის მოტეხილობა, ორივე თვალბუდის მრავლობითი სისხლანაჟღენთები. იყო დაზარალებულის სისასტიკით ცემა“ - წერია საბრალდებო დასკვნაში, - გიორგი ჩიქოვანმა გადალახა რა ს.წ.-ის წინააღმდეგობა, ამ მდგომარეობაში მყოფი ადვილად დაიმორჩილა და მისი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა სქესობრივი კავშირი ძალადობით, ჩაიდინა რა აღნიშნული განსაკუთრებული სისასტიკით“.

თავდაპირველად ჩიქოვანს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა, მოგვიანებით კი, 2008 წლის 15 იანვარს, აღმკვეთის სახე გირაოთი, მოსამართლე როინ კახიძის კაბინეტში შეეცვალა. გირაო 50 ათასს ლარზე გაფორმდა. თუმცა 5 თებერვლიდან, მას შემდეგ რაც სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა, მას აღმკვეთი დაუმძიმეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი თორნიკე ანანიძის განცხადებით, ჩიქოვანთან საპროცესო შეთანხმება ასეთ დანაშაულზე არ უნდა გაფორმებულიყო. „მართალია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კონკრეტულად არ განსაზღვრავს თუ რა დანაშაულებებზე უნდა გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება, მაგრამ საპროცესო კოდექსის #679 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, პროკურორი უნდა ითვალისწინებდეს საჯარო ინტერესსა და ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სიმძიმესაც, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა.

არც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე როინ კახიძეს გაუთვალისწინებია დანაშაულის სიმძიმე. 679 მუხლის III ნაწილის თანახმად, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული დაამტკიცოს პროკურორისა და ბრალდებულის შორის მიღწეული შეთანხმება“.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები