უფლისციხის მუზეუმის დარაჯები გაყინულ ხელფასებს ითხოვენ. დარაჯების გარდა, სახელმწიფოს ხელფასები მუზეუმის სხვა თანამშრომლებზეც აქვს გასაცემი. მათ არაერთხელ მიმართეს ზემდგომ ორგანოებს, მათ შორის რწმუნებულის ადმინისტრაციას, თუმცა უშედეგოდ.
გაყინული ხელფასების მოლოდინში ერთ-ერთი თანამშრომელი სპირიდონ მირუაშვილი გარდაიცვალა კიდეც. ეს ის თანხაა, რომელიც ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებს 1997-2004 წლებში უნდ აეღოთ.
მუზეუმის თანამშრომლებმა ერთადერთ გამოსავლად სასამართლოში ჩივილი მიიჩნიეს. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი" მათ იურიდიულ დახმარებას გაუწევს.
საბა წიწიკაშვილი, გორი