კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უსენაშვილების 8 სულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს

10 ივნისი, 2008

სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაღაროში უსენაშვილების რვა სულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. 38 წლის დიასახლისი ლია უსენაშვილი რადიო ჰერეთთან საუბარში ამბობს, რომ მეზობლებისთვის გადაუხდელი ვალების გამო, სოფელში პროდუქტს არავინ აძლევს და 2 თვის თამთასაც უკვე ოთხი დღეა რძე აღარ დაულევია.

ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი 102 ლარია, რაც, ძირითადად, წამლებს ხმარდება. სამყოფი საჭმელი ოჯახში სხვა პატარებისთვისაც არ არის. ისინი რკინიგზის სადგურზე დარაჯის ოთახში ცხოვრობენ. საცხოვრებელი ოთახის საერთო ფართი  მხოლოდ 5 კვადრატულია.

ფარდული, რომელსაც მრავალშვილიანი ოჯახი წლებია თავს აფარებს, ფართის სიმცირის გარდა ავარიულ მდგომარეობაშია. ოჯახის ქონება ორი ლეიბია, რომელთაგან ერთზე პატარებს სძინავთ, მეორეზე უფროსებს.

“ჩვენ არც სამზარეულო, არც აბაზანა და არც ჭურჭელი გაგვაჩნია. საწოლიც არასდროს გვქონია და ოჯახთან ერთად 18 წელია ბეტონის იატაკზე გვძინავს”, - აცხადებს რადიო ჰერეთთან ოჯახის უფროსი ავთანდილ უსენაშვილი.

როგორც ოჯახის სხვა წევრები ამბობენ, დახმარებისათვის სოფლის რწმუნებულს და გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათთან დღემდე არავინ მისულა.

გამგეობის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა გულიაშვილი აცხადებს, რომ გამგეობა უსენაშვილების პრობლემით დაინტერესდება და შეძლებისდაგვარად დახმარებასაც აღმოუჩენს.

წყარო: რადიო ჰერეთი

ახალი ამბები