კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტებისა და იურისტთა ჯგუფი მედიის წარმომადგენლებს საჯარო ინფორმაციის მოპოვებაში დაეხმარება

10 ივნისი, 2008

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების „აღმოაჩინე საქართველო - ჟურნალისტური ცენტრი“ და  „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის“  ორგანიზებით, უახლოეს დღეებში, გაიმართება ჟურნალისტებისა და იურისტებისაგან ჩამოყალიბებული ჯგუფის პრეზენტაცია, რომელიც დაეხმარება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს საჯარო ინფორმაცის მოპოვებისას  წარმოქმნილი წინააღმდეგობების დაძლევაში.

ასეთი ჯგუფის შექმნა   7 ივნისს არტ კაფე „გრიბოედოვის 14”- ში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა. მასში  მონაწილება მიიღეს  გაზეთების და საინფორმაციო სააგენტოების რედაქტორებმა  და  ჟურნალისტებმა, ასევე   არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლებმა. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ  „აღმოაჩინე საქართველო - ჟურნალისტური ცენტრი“ და  „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი“.  ეს ორგანიზაციები ახორციელებენ  პროექტს  „ინფორმაციის თავისუფლება“, რომლის მხარდამჭერები არიან  Adam Smith International და ბრიტანულ-ქართული ქსელი (UGPN).

ამ პროექტის მეშვეობით, მედია-ორგანიზაციების  წარმომადგენლებს შეუძლიათ უფასოდ მიიღონ იურიდიული დახმარება იმ შემთხვევაში, თუ საჯარო ინფორმაციის მოპოვებისას პრობლემები შეექმნებათ. ადვოკატის მომსახურება და სასამრთლო ბაჟი ანაზღაურდება პროექტის ბიუჯეტიდან.

უფასო იურიდიული დახმარება ჟურნალისტებისათვის განხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით გარანტირებული უფლების რეალიზებისას, როდესაც სახელმწიფო ბრალეულად ხელყოფს ინფორმაციის თავისუფლად მიღების უფლებას.
       
შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის, ჟურნალისტ ალეკო ცქიტიშვილის („აღმოაჩინე საქართველო - ჟურნალისტური ცენტრის“) განცხადებით,პროექტის ფარგლებში განსაზღვრული საქმიანობა  მაშინ იქნება ეფექტიანი,   როცა  საჯარო ინფორმაციის დამალვის  ფაქტებზე   ჟურნალისტებს ადექვატური რეაქცია ექნებათ, ანუ ყოველი ასეთი ფაქტი სასამართლოშაი გასაჩივრდება.

ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ჟურნალისტები იშვიათად მიმართავენ სასამართლო ორგანოებს, რადგან მათ წინასწარ სჯერათ , რომ ამა თუ იმ სახელმწიფო  უწყების ხელმძღვანელი არ დასჯის ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, საჯარო ინფორმაციის თავისუფლების ხელყოფისათვის,    სასამართლო კი არ დააკმაყოფილებს ჟურნალისტების სარჩელს. ალეკო ცქიტიშვილის აზრით, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც, ჟურნალისტები უარს ამბობენ სასამართლოზე, ეს არის სახელმწიფო  ბაჟი - მედიის წარმომადგენელმა 100 ლარი უნდა გადაიხადოს  სახელმწიფო მოხელის წინააღმდეგ სასამართლოში  ადმინისტრაციული სარჩელის შეტანისათვის.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყონებლივ, ან არაუგვიანეს 10 დღისა. თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის საჭიროა 10 დღიანი ვადა, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს.

ასევე, განმცხადებელს დაუყონებლივ უნდა ეცნობოს  ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამავდროულად, 3 დღის ვადაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია განმცხადებელს განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე მიუთითოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც  წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაცია გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები