კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“საია” ლევან ბეჟაშვილს საჯარო ინფორმაციის დაბლოკვაში ადანაშაულებს

10 ივნისი, 2008

წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგისას საქართველოს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” კახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ საჯარო ინფორმაცია დაუბლოკა. ამის შესახებ განცხადებას, რადიო ჰერეთთან “საიას” თელავის ოფისის ხელმძღვანელი ლელა ტალიური აკეთებს.

მისი თქმით, ლევან ბეჟაშვილის სამსახურიდან იმ ჩინოვნიკებზე სურდათ ინფორმაციის მიღება, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდნენ და პარალელურად საჯარო სამსახურში იყვნენ დასაქმებულნი.

“ჩვენ ვითხოვდით ინფორმაციას იმის შესახებ თუ რამდენი თანამდებობის პირი იყო გასული შვებულებაში წინასაარჩევნო პერიოდში. კახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ გასცა კანონით დადგენილ ვადებში. უფრო მეტიც, საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებზე ლევან ბეჟაშვილის თქმით, ინფორმაცია კონფიდენციალური ყოფილა” - აცხადებს ლელა ტალიური.  

რადიო ჰერეთი კომენტარისთვის კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის კანცელარიის უფროსს, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს ნათია კაციაშვილს დაუკავშირდა.
მისი თქმით, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია მას არ დაუბლოკავს.

“მე “საიას” საპასუხოდ წერილი რამდენჯერმე მოვამზადე, მაგრამ გუბერნატორმა ხელი არ მოაწერა” - აცხადებს ნათია კაციაშვილი.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ ინფორმაციის დაბლოკვა კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში უკვე გაასაჩივრა.

წყარო: რადიო ჰერეთი

ახალი ამბები