კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საფრანგეთის სასამართლომ ოქრუაშვილს ქვეყნიდან გაუსვლელობაზე შეზღუდვა მოუხსნა

12 ივნისი, 2008

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს საფრანგეთის სასამართლომ ქვეყნიდან გაუსვლელობაზე შეზღუდვა მოუხსნა.

როგორც "მედიანიუსს" პოლიტიკური პარტია "მოძრაობა ერთანი საქართველოსათვის" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თამარ რუხაძემ განუცხადა, იმის გამო, რომ საფრანგეთის მხარემ ირაკლი ოქრუაშვილს პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა, მისმა ფრანგმა ადვოკატებმა სასამართლოსგან ყველა იმ შეზღუდვის მოხსნა მოითხოვეს, რომელიც ექს-მინისტრს ციხიდან გამოშვების პერიოდში დაუწესდა. კერძოდ, მას ეკრძალებოდა საფრანგეთის დატოვება, აეროპორტთან მიახლოება და იგი საფრანგეთის პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

დღეიდან ირაკლი ოქრუაშვილს შენგენის ვიზით შეუძლია გადადგილდეს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ, შორის საქართველოში ჩამოსვლის უფლებაც აქვს. თუმცა, როგორც მისი პარტიის წევრები აცხადებენ, ამ უფლების გამოყენებისაგან სავარაუდოდ ის თავს შეიკავებს, რადგან 'სამშობლოში ოქრუაშვილის დაცვის გარანტიები არ არსებობს."

აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ სცნო და მას თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები