კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდა ქართლის გუბერნიას თანამშრომლების ხელფასების და კომუნალური ხარჯების ვალი აქვს

12 ივნისი, 2008

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შიდა ქართლის ოფისისთვის ცნობილი გახდა, რომ  სამხარეო ადმინისტრაციას თანამშრომლების წინაშე დავალიანებები აქვს. კერძოდ, ხელფასის სახით გუბერნატორ ვარძელაშვილს 16 000 ლარი აქვს გასაცემი, ხოლო კომუნალური ხარჯების დავალიანება - 45 000 ლარს აღწევს.

საქართველოს კონტროლის პალატამ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას გეგმიური შემოწმება ჩაუტარა. შემოწმების პერიოდი მოიცავს ყოფილი გუბერნატორების - მიხეილ ქარელის, ლადო გეგელაშვილის და მოქმედი გუბერნატორის ლადო ვარძელაშვილის მუშაობის პერიოდებს (2007 წელს მთლიანად).

შემოწმების შედეგად რაიმე სახის სისხლის სამართლის დანაშაულის შემცვლელი დარღვევები არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ, რევიზიის მიერ დადებულ აქტში წერია, რომ 2007 წლის დასაწყისში გუბერნატორის ადმინისტრაციას ერიცხებოდა 62 600 ლარის კრედიტორული დავალიანება. მათ შორის 16 000 ლარი - მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება; 5 000 ლარი - სოცანარიცხები, ხოლო დანარჩენი 45 500 ლარი წარმოადგენს სხვა საქონელ და მომსახურებას (კომუნალურ ხარჯს). 2007 წლის განმავლობაში სხვა კრედიტორული დავალიანება არ წარმოშობილა.

საბა წიწიკაშვილი, გორი

 

ახალი ამბები