კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიცია მოშიმშილე პატიმარი ქალების საქმეების გადახედვას ითხოვს

12 ივნისი, 2008

გაერთიანებული ოპოზიცია და ადამიანის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #5-ე დაწესებულებაში მოშიმშილე ქალ პატიმრებს სოლიდარობას უცხადებენ და მათი საქმეების გადახედვას მოითხოვენ.

როგორც #5-ე დაწესებულებასთან გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის 63 პატიმარი ქალი შიმშილობს. "ჩვენ ვუერთდებით მოშიმშილე ქალების მოთხოვნას, სოლიდარობას ვუცხადებთ მათ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადაიხედოს მათი საქმეები. ძალადობრივი რეჟიმი სააკაშვილმა ვარდების რევოლუციიდან მეორე დღესვე დაიწყო და ახლაც აგრძელებს. ეს ადამიანები უსამართლოდ იმყოფებიან პატიმრობაში. ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და პირველ რიგში, ევროსაბჭოს, რომ ობიექტურად შეაფასონ საქართველოში მიმდინარე პროცესები, მათ შორის ქალთა შიმშილობის პროცესი. გაერთიანებული ოპოზიცია და ადამიანის უფლებების დაცვის ორგანოები ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დამთავრდეს სააკაშვილის, მერაბიშვილის და კეზერაშვილის რეჟიმი და ვაიძულებთ მათ, რომ გამოიჩინონ ჰუმანურობა უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების მიმართ", _ განაცხადა დავით გამყრელიძემ.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #5-ე დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმარ ქალებს სოლიდარობა გამოუცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციამ "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის", "კავკასიის ქალთა ქსელმა" "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" და "დედაშვილობის" წარმომადგენლებმა.

უფლებათადამცველის ნანა კაკაბაძის განცხადებით, მოშიმშილე პატიმარ ქალებს ყოველდღე ათეულობით პატიმარი უერთდება შიმშილობის აქციაში. "დღეს საქართველოში 800-ზე მეტი პატიმარი ქალია. მათი უმრავლესობა პოლიტიკურად მართული სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად უკანონო პატიმრობაშია. მოვითხოვთ, რომ გადაიხედოს მათი საქმეები და ამოქმედდეს მუხლი პატიმარი ქალების ვადამდე გათავისუფლების შესახებ. პარალელურად მოშიმშილე პატიმარი ქალების შიმშილობის აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს", _ განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები