კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქვახვრელის სკოლის მშენებელი მუშები გაფიცვას აპირებენ

16 ივნისი, 2008

გორის რაიონის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლის მშენებელი მუშები გაფიცვას აპირებენ. მლესავებმა სამუშაოს გაგრძელებაზე უარის სურვილი უკვე განაცხადეს და პროტესტიც დააფიქსირეს.

როგორც ,,ადამიანის უფლებათა ცენტრს" სკოლის მშენებელმა მუშებმა აცნობეს, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს ,,GM თბილისის" ხელმძღვანელობა მათ იმ რაოდენობის ანაზღაურებას არ უხდის, რამდენზეც სამუშაოს დაწყებამდე იყვნენ შეთანხმებულები.

მაგალითად, მლესავებს კვადრატული მეტრის შელესვისთვის 8 ლარი უნდა აეღოთ და მისცეს 5 ლარი, ხოლო სხვა მუშებს დღეში 15 ლარი უნდა აეღოთ და 10 ლარს იღებენ.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მუშებს ანაზღაურებას იმ პირობებით უხდიან, რაც ხელშეკრულებაშია დაფიქსირებული. მუშებსა და კომპანიის წარმომადგენლობას შორის დადებულ ხელშეკრულებაში არსად წერია ანაზღაურების პირობები. მითითებულია - ანაზღაურება შეთანხმებით. სწორედ ამ სიტყვიერი შეთანხმების დარღვევაზე საუბრობენ მუშები.

ქვახვრელის საჯარო სკოლის რემონტისთვის შპს ,,GM თბილისის" ხელმძღვანელობას ადგილობრივი მაცხოვრებლები სწორედ ისე ჰყავს დასაქმებული, როგორც იაფი მუშახელი.

ქვახვრელის სკოლას 312 მოსწავლე ჰყავს. მისი შენობა 1939 წელსაა ააგებული.

საბა წიწიკაშვილი, გორი

 

ახალი ამბები