კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღის ბიბლიოთეკიდან გათავისუფლებული თანამშრომლები აქციას მართავენ.

18 ივნისი, 2008

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დეპარტამენტის დირექტორის კაბინეტში დღეს საღამოს მჯდომარე აქცია გაიმართება.

საქმე ეხება სიღნაღის ბიბლიოთეკიდან გათავისუფლებული თანამშრომლებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უმუშევარი დარჩნენ,- იუწყება რადიო " ჰერეთი".

როგორც რადიო "ჰერეთს" ბიბლიოთეკიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა: ელეონორა გელაშვილმა და ლია ხატუაშვილმა განუცხადეს, აქციას ძველ სამსახურში  დაბრუნების თხოვნით მართავენ.

ლია ხატუაშვილი ბიბლიოთეკის გარდა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელია სიღნაღში. მისი თქმით, არჩევნებამდე სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ხატუაშვილმა მოსთხოვა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის, ნუგზარ აბულაშვილის სასარგებლოდ ემუშავა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურს დაატოვებინებდა.

წყარო: მედიანიუსი.

 

ახალი ამბები