კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

EFJ მოუწოდებს მთავრობებს, თავი ანებონ ჟურნალისტების თვალთვალს

19 ივნისი, 2008

30 ქვეყნის ჟურნალისტურმა გაერთიანებებმა  მოუწოდეს ევროპის მთავრობებს, გააუქმონ მუდმივი  თვალთვალი მოქალაქეებზე, და კერძოდ, ჟურნალისტებსა და მედიის მუშაობაზე.
ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის (EFJ) ბერლინის კონფერენციაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩატარდა, ითქვა, რომ ტელეფონებისა და ელ-ფოსტით კომუნიკაციის ელექტრონული მონიტორინგი ეწინააღმდეგება საერთაშორისო და ევროპულ სამართლებრივ სტანდარტებს.
ჟურნალისტების შეშფოთება გამოიწვია იმან, რომ 17 ივნისს კანონმდებლები შვედეთში, რომლის საზოგადოებაც ტრადიციულად ყველაზე თავისუფალია,  უნდა შეთანხმებულიყვნენ  კანონზე, რომელიც ნებას რთავს ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს, თვალყური ადევნოს ტრანსნაციონალურ ზარებსა და ელ-ფოსტით კომუნიკაციას.
„ჟურნალისტთა ტელეფონების მოსმენა მედიის კომპრომეტირებას ახდენს და ასევე რისკის ქვეშ აყენებს საზოგადოების ინფორმირების უფლებას“, განაცხადა შვედეთის ჟურნალისტების ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა და EFJ-ს პრეზიდენტმა არნე კონიგმა. „ჟურნალისტიკა გზაჯვარედინზე დგას და ჩვენ ვირჩევთ გზას, რომელიც ხელს უწყობს სარედაქციო სტანდარტების გაძლიერებას, პატივს სცემს მოქალაქეობრივ თავისუფლებას და ემხრობა  მედიის კეთილსინდისიერ მუშაობას“.
ბერლინის  კონფერენციაზე მოხდა პროგრამის ვიზირება, რომელიც მედიის ხარისხის და ამასთან ჟურნილისტიკაში ეთიკური ქცევის ნორმების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას შეეხება. EFJ-ის განცხადებით, არსებობს ფუნდამენტური კავშირი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა  და  ჟურნალისტიკის  მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას შორის.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები