ამის შესახებ გაზეთ „ყველა სიახლესთან“ საუბარში განაცხადა „იმედის“ გასართობი მიმართულებების პროდიუსერმა ნინო ზაუტაშვილმა. მისივე თქმით, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია.
უფრო ადრე, „ტელეიმედის“ გენერალურმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა განაცხადა, რომ ტექნიკური პრობლემების მოგვარების შემთხვევაში, „იმედი“ საინფორმაციო გამოშვებებს ივნისის ბოლოდან განაახლებს.
ნინო ზაუტაშვილმა დღევანდელ საგაზეთო ინტერვიუში თქვა, რომ ერთ კვირაში ტელეკომპანიის სტრატეგია, ბიუჯეტი და პრიორიტეტები საბოლოოდ გამოიკვეთება, ანუ ცნობილი გახდება, როგორი ბადით გავა ტელეკომპანია ეთერში. ამასთან, ზაუტაშვილის თქმით, ახალ საეთერო ბადესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებს არხის მფლობელი მიიღებს.
„ტელეიმედის“ მაუწყებლობა 5 მაისიდან ნაწილობრივ განახლდა. არხი, ჯერჯერობით, მხოლოდ გასართობ პროგრამებს გადასცემს.
წყარო: Media.ge