კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გამგებლების დასჯას ითხოვს

20 ივნისი, 2008

 
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" კახეთის გუბერნატორისგან თელავის, ლაგოდეხის, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების გამგებლებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა” კახეთის გამგეობებისგან 4 ივნისს მოითხოვა ინფორმაცია, ფინანსდება თუ არა ადგილობრივი ბიუჯეტიდან რომელიმე მედიასაშუალება, რის საფუძველზე და რა მომსახურებისათვის. ამ მოთხოვნაზე  თელავის, ლაგოდეხის, სიღნაღისა და ყვარლის გამგეობებიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში  ცენტრმა პასუხი ვერ მიიღო.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” განცხადებით, მუნიციპალიტეტების გამგებლების უმოქმედობა საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. საჯარო ინფორმაციის დაბლოკვით მათ ინფორმაციის თავისუფლების უფლება დაარღვიეს.

შესაბამისი საჩივარი კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში უკვე გაიგზავნა. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ორგანიზაციის იურისტები სარჩელით სასამართლოს მიმართავენ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები