კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,რეპორტიორმა“ ახალი ფილმი გადაიღო

25 ივნისი, 2008

24 ივნისს,  თბილისში, კინოს სახლში სტუდია ,,რეპორტიორის“ მორიგი დოკუმენტური ფილმის  ,,დემოკრატიის ტესტი“ პრეზენტაცია გაიმართა.
ფილმში ასახული იყო ის დარღვევები, რომელიც 21 მაისს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირდა, ანუ დამკვირვებლების ცემა, ბიულეტენების ჩაყრა, მასობრივი ზეწოლა და ასე შემდეგ. ამ ფაქტების ამსახველი დოკუმენტური მასალა სტუდია ,,რეპორტიორს“ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმაც“ მიაწოდა.

მთავარი დარღვევები, რომელიც ამ არჩევნებისას გამოიკვეთა ის იყო, რომ დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე არ უშვებდნენ, უარს ამბობდნენ საჩივრების მიღებაზე. იყო შემთხვევა, როდესაც ბიულეტენების ჩასაყრელი ყუთი ეზოში იდგა და ოთახში უკვე სავსე შემოიტანეს.

ფილმის ავტორმა ვახტანგ კომახიძემ განსაკუთრებით არჩევნების დღეს ხურჩაში მომხდარ აფეთქებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი ვარაუდით, ეს აფეთქება ქართული მხარის მიერ  იყო ინსპირირებული, რათა მოსახლეობის ყურადღება არჩევნებიდან სხვა რამეზე გადაეტანათ. ამ ვარაუდს ამყარებს ფილმში ასახული ფაქტობრივი მასალაც: ნასროლი ყუმბარის ტრაექტორია, ავტობუსების ადგილმდებარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის კომენტარები.

ფილმის ჩვენებას სხვებთან ერთად ოპოზიციაც დაესწრო. ვახტანგ კომახიძე აპირებს, რომ ,,დემოკრატიის ტესტი“ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიაწოდოს.

 
თეა თოფურია, თბილისი


ახალი ამბები